გააერთიანე შეკვეთები, კურიერები და გადახდები ერთ სისტემაში. მართე COD, SMS შეტყობინებები და მიწოდება მარტივად — ერთ პლატფორმაზე.
საქართველოში ბევრი საკურიერო კომპანია კვლავ იყენებს რამდენიმე სისტემას — Excel-ს, WhatsApp-ს და ხელით ჩანაწერებს. ShipNet.ge ყველაფერს აერთიანებს ერთ პლატფორმაში.
ყველა საჭირო ინსტრუმენტი ერთ სისტემაში
მიიღე შეკვეთები სხვადასხვა მერჩანტისგან, გაანაწილე ისინი ხელმისაწვდომ კურიერებზე და აკონტროლე თითოეული ამანათი რეალურ დროში. სრული ისტორია, სწრაფი ძიება, ფილტრები — ყველაფერი ერთ სისტემაში.
ყოველი ნაღდი ანგარიშსწორება ფიქსირდება კურიერის მიერ მიწოდების დადასტურებისთანავე. აკონტროლე ბალანსი თითოეულ კურიერზე, შექმენი ანგარიშსწორების ანგარიშები და გამორიცხე გაუგებრობები დღის ბოლოს.
მიეცი მერჩანტებს სრული კონტროლი — შექმნან შეკვეთები, აკონტროლონ მიწოდება და ნახონ COD ისტორია დამოუკიდებლად. მასობრივი შეკვეთების დამატება შესაძლებელია Excel ფაილის იმპორტით. შეამცირე მხარდაჭერის ზარები 80%-ით და განტვირთე შენი გუნდი.
მერჩანტს აქვს საკუთარი საწყობის დამატების და მართვის ფუნქცია — აკონტროლოს პროდუქციის მარაგი.
ავტომატური SMS შეტყობინებები მიწოდების ყველა ეტაპზე.
SMS გაგზავნა სურვილისამებრ ჩასართავი ფუნქციაა — მერჩანტი და საკურიერო კომპანია თავად წყვეტენ გამოიყენონ თუ არა. გააქტიურების შემდეგ მართავენ შეტყობინებებს საკუთარი დაფიდან — მარტივი დაკავშირება SMSOffice.ge-სთან და სისტემა მზადაა გამოყენებისთვის.
საკურიერო კომპანიას შეუძლია დამატებით ჩართოს მიღების ელექტრონული დადასტურება — ჩაბარებისას მიმღები იღებს SMS ბმულს და ციფრულად ადასტურებს ამანათის მიღებას.
👉 ყველა დადასტურება ინახება სისტემაში, როგორც მიწოდების ციფრული მტკიცებულება.
მერჩანტს შეუძლია ერთდროულად დაამატოს ასობით შეკვეთა .xlsx ფაილის ატვირთვით — პირდაპირ საკუთარი დაშბორდიდან. სტრიქონობრივი ვალიდაცია იმპორტამდე ამოწმებს თითოეულ ჩანაწერს და თავიდან აცილებს შეცდომებს. დაზოგე საათები დატვირთულ დღეებში.
აკონტროლე შენი ბიზნესი მონაცემებით. მიიღე დეტალური ანგარიშები მიწოდებებზე, შემოსავალზე, კურიერების ეფექტიანობასა და ქალაქების მოთხოვნაზე — ყოველდღიურად, კვირეულად და თვიურად. მიიღე უკეთესი გადაწყვეტილებები რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
რეგისტრაციიდან პირველ მიწოდებამდე — 30 წუთში
შექმენი ანგარიში 2 წუთში და დაიწყე 15-დღიანი უფასო პერიოდი — ბარათის დამატების გარეშე.
დაამატე მომსახურების ქალაქები, მიწოდების ტარიფები, მერჩანტები და კურიერები. პარამეტრების შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება.
მერჩანტები თავად ქმნიან შეკვეთებს პანელიდან ან ტვირთავენ მათ ექსელის ფაილით. შეკვეთების განაწილება კურიერებზე ხდება ერთი კლიკით — სწრაფად და მარტივად.
კურიერები ახორციელებენ მიწოდებას და ადასტურებენ შეკვეთებს სისტემაში. ამანათების აღება და ჩაბარება ხდება QR კოდის სკანირებით — სწრაფად და შეცდომების გარეშე. COD ავტომატურად ფიქსირდება, მომხმარებელი იღებს SMS შეტყობინებას — ყველა პროცესი ავტომატიზებულია.
სრული წვდომა ყველა ფუნქციაზე
იხდი მხოლოდ მაშინ, როცა გაქვს შეკვეთა
15 დღე უფასოდ • ნებისმიერ დროს შეიძლება გაუქმება
ყველაზე გავრცელებული კითხვები ShipNet-ის შესახებ.