← მთავარი გვერდი
ShipNet.ge წარმოადგენს საკურიერო ბიზნესის მართვის პლატფორმას საქართველოში. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ და ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს პლატფორმის გამოყენებისას.
პლატფორმის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ პოლიტიკას.
1. შეგროვებული ინფორმაცია
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებელი გვაწვდის პირდაპირ ან რომელიც გენერირდება პლატფორმის გამოყენებისას:
- პირადი მონაცემები – სახელი გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
- კომპანიის მონაცემები – დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
- ოპერაციული მონაცემები – შეკვეთების ისტორია, მიწოდების მისამართები, ამანათის დეტალები, COD თანხები;
- ტექნიკური მონაცემები – IP მისამართი, მოწყობილობა, ბრაუზერის ტიპი, სესიის მონაცემები;
- კომუნიკაციის მონაცემები – პლატფორმის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებები და SMS კომუნიკაცია.
- საბანკო რეკვიზიტები — საბანკო ანგარიშის ნომერი, ბანკის დასახელება და ანგარიშის მფლობელი. გამოიყენება მხოლოდ მერჩანტებსა და საკურიერო კომპანიებს შორის COD და სხვა ანგარიშსწორების მიზნით, ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ShipNet.ge-სა და საკურიერო კომპანიას შორის ანგარიშსწორებისთვის.
- ანგარიშსწორება — საბანკო რეკვიზიტების გამოყენება მერჩანტებსა, საკურიერო კომპანიებსა და ShipNet.ge-ს შორის ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად (COD გადარიცხვები, თანხის დაბრუნება, სხვა ანგარიშსწორება).
2. ინფორმაციის გამოყენება
მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
- სერვისის მიწოდება – ანგარიშის მართვა, შეკვეთების დამუშავება და კურიერული ოპერაციების მართვა;
- ფინანსური აღრიცხვა – ოპერაციების ასახვა, COD მონაცემების აღრიცხვა (ინფორმაციული მიზნით);
- კომუნიკაცია – ელ-ფოსტისა და SMS შეტყობინებების გაგზავნა;
- უსაფრთხოება – სისტემის დაცვა, თაღლითობის პრევენცია;
- გაუმჯობესება – ანონიმური და აგრეგირებული მონაცემების ანალიზი.
- გადახდის ოპერაციების დამუშავებისთვის — ლიცენზირებულ საგადახდო პროვაიდერებს (მათ შორის სს „საქართველოს ბანკი"). სრული ბარათის მონაცემები (ნომერი, CVV) ShipNet.ge-ის მიერ არ ინახება — ისინი დამუშავებას ექვემდებარება უშუალოდ პროცესორის PCI DSS სტანდარტის შესაბამისად.
3. მესამე მხარეებთან გაზიარება
ShipNet.ge არ ყიდის პერსონალურ მონაცემებს.
მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეებს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- ტექნიკური მომსახურების პროვაიდერებს (ჰოსტინგი, ინფრასტრუქტურა);
- მესამე მხარის სერვისებს (მაგ. SMSoffice.ge) – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იყენებს შესაბამის ფუნქციას;
- კანონით მოთხოვნის შემთხვევაში.
ShipNet.ge არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის სერვისების მიერ მონაცემების დამუშავებაზე.
4. მონაცემების შენახვა
- მონაცემები ინახება ანგარიშის აქტიურობის პერიოდში;
- ანგარიშის გაუქმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მონაცემები იშლება;
- სარეზერვო ასლები ინახება მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში უსაფრთხოების მიზნით.
5. მონაცემების დაცვა
ShipNet.ge იღებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემების დასაცავად, მათ შორის:
- დაშიფვრა (encryption);
- წვდომის კონტროლი;
- სერვერების დაცვა ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (EEA).
თუმცა, ინტერნეტში მონაცემთა გადაცემა სრულად დაცული ვერ იქნება და აბსოლუტური უსაფრთხოება გარანტირებული არ არის.
6. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს შემდეგი უფლებები:
- წვდომა – მიიღოს ინფორმაცია მის მონაცემებზე;
- გასწორება – შეცვალოს არასწორი მონაცემები;
- წაშლა – მოითხოვოს მონაცემების წაშლა;
- პორტაბელობა – მიიღოს საკუთარი მონაცემების ასლი;
- დამუშავების შეზღუდვა – გარკვეულ შემთხვევებში.
ამ უფლებების გამოსაყენებლად დაგვიკავშირდით ელფოსტაზე info@shipnet.ge. პასუხი მოგეცემათ 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
7. დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
მონაცემთა დამუშავება ხდება შემდეგი საფუძვლებით:
- ხელშეკრულების შესრულება — სერვისის მიწოდებისთვის;
- კანონისმიერი ვალდებულება — საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მოთხოვნების დაცვა;
- მომხმარებლის თანხმობა — მარკეტინგული კომუნიკაციისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კანონიერი ინტერესი — უსაფრთხოების და თაღლითობის პრევენციის მიზნით.
8. კომუნიკაცია და თანხმობა
- მომხმარებელი პასუხისმგებელია, რომ პლატფორმაში შეყვანილი პირების მონაცემები დამუშავებულია კანონიერად;
- SMS ან სხვა კომუნიკაციის გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი პირებისგან თანხმობის მიღებას;
- ShipNet.ge არ არის პასუხისმგებელი არასანქცირებულ კომუნიკაციაზე.
9. Cookies
პლატფორმა იყენებს მხოლოდ აუცილებელ (session) cookies-ებს ავტორიზაციისთვის.
არ გამოიყენება სარეკლამო ან ტრეკინგ cookies-ები.
10. ცვლილებები
ShipNet.ge იტოვებს უფლებას შეცვალოს ეს პოლიტიკა. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
11. კონტაქტი
დამატებითი ინფორმაციისთვის:
📧 info@shipnet.ge
📞 +995 557 37 80 36
🌐 shipnet.ge